ბინათმოსარგებლეები(ე.წ. ატსტუპნიკები) სასამართლოში ბაჟისგან გათავისუფლდებიან. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ყველა ბინათმოსარგებლე სასამართლოში ბაჟისგან განთავისუფლდება, თბილისის მერია კი ე.წ.ატსტუპნიკებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.
დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, თუკი ბინით მოსარგებლე - ე.წ."ატსტუპნიკი" მესაკუთრესთან რაიმე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან 2012 წლის 1 იანვრიდან ბინა უნდა დატოვოს.