27 ოქტომბერს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება. სამთავრობო საათის გამართვას ოპოზიციური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" მოითხოვს.
ბიუროს სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სამთავრობო საათის გამართვა 27 ოქტომბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.
ფრაქცია სამთვრობო სხდომაზე პრემიერს და 5 მინისტრს იბარებს. ნიკა გილაურის გარდა ფრაქციას შეკითხვები აქვს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან.
პარალამენტის თავმჯდომარემ მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს დაავალა, რომ სამთავრობო საათის გამართვასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაცია ხვალ, პლენარული სხდომის დაწყებამდე წარმოადგინოს.