410 დღის წინ გატაცებული ქართველი მეზღვაურები ცოცხლები არიან. ამას სავარაუდოდ სომალელი მეკობრების მიერ გავრცელებული ფოტოები ადასტურებს.
2 ფოტოსურათზე დატყვევებული 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური შეიარაღებული მეკობრეების გვერდით უნდა იყოს აღბეჭდილი. თუმცა, ფოტოების ცუდი ხარისხის გამო ზუსტი სიზუსტით მხოლოდ ერთი ქართველის ამოცნობა მოხერხდა -ბათუმელი ირაკლი ჯიქიძის.
ამასთანავე, უცნობია როდის არის გადაღებული ფოტო. ვიზუალური მასალის გავრცელებასთან ერთად სომალელმა მეკობრეება ახალი მოთხოვნაც წამოაყენეს: ტყვეების გამოსასყიდის სახით 9 მილიონ დოლარს ითხოვენ.