თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, გაისად ისევე როგორც ბაგა-ბაღის, ასევე ბაღის აღმზრდელების ხელფასები გაიზრდება.
"მთავარი ამოცანა, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა პედაგოგები მიმართ, ისევე როგორც სკოლაში, ასევე ბაღში რჩება ზრუნვა ბავშვზე. ანუ, მთავარი ობიექტი ზრუნვის სკოლაში, ბაღსა თუ უნივერსიტეტში არის ბავშვი. აქედან გამომდინარე ყველა საკითხი დაკავშირებული ოპტიმალურ და გაუმჯობესებულ სწავლასთან ეს იქნება ხელფასების, ინფრასტურქტურების მოწყობა, კვება თუ ბაღების მოწყობა ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება - პირველ რიგში ბავშის აღზრდას. ბაღი ფორმალურად ითვლებოდა რომ არის უფასო, მაგრამ იმის გამო რომ დაფინანსება იყო მწირი, მე არ მინდა ამაში ვინმე კონკრეტულად დავადანაშაულო, რომ ეს კორუფციული სქემა იყო თუ არა, მაგრამ სისტემურად ეს იყო სქემა რომელიც კორუფციის მაღალ ხარისხს წარმოშობს, ბაღის სპეციფიკა აბსოლუტურად სხვა არის", - განაცხადა უგულავამ "ფეისბუკის" საშუალებით გამართულ ვიდეო კონფერენციაზე.
მასში საბავშვო ბაღების მასწავლებლები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.