სირიიდან უსაფრთხოების მოსაზრებებით აშშ-ს ელჩი რობერტ ფორდი გაიწვის. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, ფორდის საქმიანობა სირიის ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
მათი განსაკუთრებული უკმაყოფილება ქალაქ ხამაში განხორციელებულმა მისმა ვიზიტმა გამოიწვია. ამ ქალაქში ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სირიაში აშშ-ს საელჩო ბრბოს თავდასხმის ობიექტი არაერთგზის გამხდარა. საელჩოს შენობას კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ.
მასალის გამოყენების პირობები