შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამს უცხოელი პარტნიორების მიერ ქვეყნის ექს-პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით. "უდანაშაულობის პრეზუმფცია ერთნაირია, როგორც ბრალდებულის, ისე მოსამართლისთვის, ამიტომ გვაკვირვებს და გვაშფო...
იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალე საუდის არაბეთიდან ქვეყანაში ბრუნდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის პოსტზე რჩება. ამის შესახებ განცხადება ალი აბდულა სალემ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, ის უახლოეს მომავალში დაუბრუნდება თავის ქვეყანასა და მხარდამჭერებს. სალე საუდის არაბეთში სამკურნალოდ გაემგზავრა რ...
ხვალ, 17 აგვისტოს, გაზეთ "აი იას" გამომცემლის, ზურაბ ხუციშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმსჯელებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, შეხვედრა 13:00 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (კრილოვის ქ...
დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მოსახლეობა სოფლიდან გასახლებას ითხოვს. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნით, ადამიანების იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. "ვეძათხევი მეწყრულ ზონაში...
გურჯაანში, ე.წ. "გოძიანთეულის" ტერიტორიაზე, რიყის ქვის კენჭისგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, ქანდაკება, სავარაუდო...
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ამერიკული თეთრი პეპელას მეორე გენერაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურ ღონისძიებებს აგრძელებს. შეწამვლისას თერმული ნისლი გამოიყენება, რომლის შეფრქვევაც ხეებზე სპეციალური აგრეგატით "დინაფოკი 1200''-ით ხდება...
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დოდო ჩოხელი გამგებელს, ლაშა ჯანაშვილსა და საკრებულოს წევრს, ზურაბ ოტიაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. "ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის რაიონში ჩამოსულია ფულის ს...
შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ანა ფაილოძე დააჯარიმეს, რომელმაც ჰიდროციკლით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია. ანა ფაილოძეს, საქართველოს ადმინის...
პროექტი „არტ ექსპერიმენტ შოუ" აჭარის რეგიონში ჩატარდება. პროექტი ჩატარდება ბათუმის ძველ ბულვარში (ფანტანთან), გონიოსა და კვარიათში. არტ ექსპერიმენტ შოუს ფარგლებში დაგეგმილია თეატრისა და კინოს სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტი მსახიობების მიერ დადგმული თოჯინების შოუ - მერლინ მონრო, ჩარლი ჩაპ...
ომის ვეტერანრები აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ანქვაბის ომამადელ და ომის დროს გაწეული საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "აფსნი პრესი" ავრცელებს. სოხუმის ცენტრში ომის ვეტერანების მიერ გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა უნდ...
ხვალ, 17 აგვისტოს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება ღია კარის დღე ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთათვის. იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნ. ბერუაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბ. შენგელია სტაჟიორებს გა...
ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია . სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. 59-მა დელეგატმა ნდობა ერთხმად გიორგი ალექსიძეს გამოუცხადა. გიორგი ალექსიძე აქამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ახლად არჩეული პრეზიდენტი ძიუდოს ფედერაციას ერთი წლით უხელმძღვანელებს. არჩევნების დაწყებამდე,...
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ტერეზა მეის შეფასებით, პოლიციას კომენდანტის საათის შემოღების უფლება უნდა მიეცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "დიდი ბრიტანეთის პოლიციას უფლება უნდა ჰქონდეს კომენდანტის საათის შემოღებისა და ლონდონში არეულობასთან საბრძოლველად დედაქალაქში შეს...
ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. სეპარატისტული პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 13 ნოემბერს ჩატარდება, თუ...