ანკარის ტურისტული ბრენდი შოპინგი ხდება. 8 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე დაგეგმილ შოპინგფესტივაზე ანკარაში მილიონ ტურისტს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ ანკარა, სტამბულისგან განსხვავებით, შოპინგის მხრივ ყოველთვის ჩრდილში იდგა და არ გამოირჩეოდა, თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალა და ამიერიდან შოპინგფესტივალები ძირითადად ანკარაში გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ტურისტებს 35 მსხვილი სავაჭრო ცენტრი მოემსახურება და ფესტივალის პერიოდში ყველა სავაჭრო ცენტრში 50 %-მდე ფასდაკლება იქნება.