ირანელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოსადმი იზრდება, რასაც მათი დაგეგმილი ვიზიტიც ადასტურებს. ირანში და პარისტანში საქართველოს საელჩოს ინფორმაციის მიხედვით ირანელი ბიზნესმენების 50-კაციანი დელეგაცია უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს და იგეგმება ქართულ-ირანული ბიზნესფორუმის ჩატარება. საელჩო მზადაა, დაეხმაროს მათ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და პოტენციალურ ქართველ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზებაში.
აღნიშნული ვიზიტი 15 მაისს თეირანში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატერებულ შეხვედრაზე, რომელიც ე.წ. "საქართველო ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიეთობების განვითარების" ფარგლებში დაგეგმილ იქნა. შეხვედრას ესწრებოდა 150-ზე მეთი ირანელი ბიზნესმენი და სამთავრობო უწყებების წამომადგენელი.
ირანში და პაკისტანში მივლენილმა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმატებების შესახებ, სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენციებზე და ტურიზმის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე დეტალურად ისაუბრა. სტუმრებს აგრეთვე მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე მომზადებული ვიდეომასალა. სტუმრებს საქართველოს შესახებ სარეკლამო და საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.