29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლის "ოლივერ!" პრემიერა გაიმართება.
რუსთაველის თეატრი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს ლაიონელ ბარტი "ოლივერ!" ეს არის მიუზიკლი ორ მოქმედებად, ჩარლზ დიკენსის "ოლივერ ტვისტის" მიხედვით. რეჟისორია დავით საყვარელიძე, დირიჟორი -ირაკლი ჩოლოყაშვილი, პროდიუსერი - ზაალ ჩიქობავა.
მიუზიკლში მონაწილეობს ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი. ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, ზაზა ბარათაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თენგიზ გიორგაძე, პაატა გულიაშვილი, დავით დარჩია და სხვები.