აჭარის მთავრობა ონკოლოგიის ცენტრს ყიდის. აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის" საწყისი ღირებულება 1 მლნ. 500 ათასი ლარია და მისი გაყიდვა 13 თებერვალისთვის ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე იგეგმება. საპრივატიზაციო პირობების თანახმად...
"ნეიტრალური პასპორტების" დარიგების მცდელობით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ფაქტობრივად აღიარებს. ეს განცხადება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. მისი თქმით, "ნეიტრალური პასპორტი" ასევე აღიარებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრ...
უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაცვამ დღეს უმაღლეს სპეციალიზებულ სასამართლოში საკასაციო სარჩელი შეიტანა. დაცვის მხარე იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და ე.წ. გაზის საქმის განხილვას ეხება. განცხადება ამის შესახებ ტიმოშენკოს ადვოკატმა ალექსანდრე პლახოტნიუკმა გააკეთა. ...
ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ფარის შექმნისთვის ევროპაში 8-10 წელია საჭირო. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ადერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. "ეს სისტემა რვიდან ათ წლამდე პარიოდში განვითარდება", _ განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში და აღნიშნა, რომ თუ მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტზე გამოაცხადებენ ...
აზერბაიჯანული ტელერადიოკომპანია "ANS"-ი საფრანგეთის სენატის მიერ სომხების გენოციდის კრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების გამო ფრანგული კომპანია "Perrier"-ის მინერალური წყლების რეკლამირებაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აღსანი...
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, კრემლის მიერ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე გაკეთებული განცხადება მხოლოდ დასავლეთის მისამართითაა გაკეთებული და მის უკან არაფერი არ დგას. როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხ...
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ოპოზიციას მოუწოდებს, გასცენ პასუხი კითხვას - არიან თუ არა მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე მოაგვარონ. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს იმ პო...
საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ხელახალი ცვლილებების განხორციელება საერთაშორისო ზეწოლის დამსახურებაა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლებამ კანონში პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთან დაკავშირები...
ხვალ, 27 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ხაშურის რაიონის მოსახლეობას შეხვდება. ვიცე-სპიკერის პრესამსახურის ინფორმაციით, გიგი წერეთელი ხაშურში მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლს გახსნის. პარლამენტი თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქვემო ქართლის რ...
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურასა და კონტროლის პალატას "ნაციონალური მოძრაობის მიერ ხონში "შავი ფულის" დარიგების ფაქტთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს და დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა ...
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსა და მეწარმეებს აჯილდოებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ღირსების მოწმობა გადაეცა 21 ადამიანს, მათ შორის საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეი...
ჯულია რობერტსი ითამაშებს ლარი კრამერის პიესაში - "ჩვეულებრივი გული". ნაწარმოებში მოვლენები 80-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როდესაც შიდსის ეპიდემია მძვინვარებს. სპექტაკლის პრემიერა 1985 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. მოგვიანებით დადგმა ლოს-ანჯელესისა და ლონდონის მაყურებლებს აჩვენეს. 201...
"ქართული ოცნება" კონტროლის პალატის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და უარს იტყვის 1 100 000 ლარზე. ამის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადებაშია ნათქვამი. "2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ქართული ოცნება" საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლ...
დღეს, 26 იანვარს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N4, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 7 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ (2) კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.54 პროცენტი, მაქსიმალური 6.57 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.56 პროცენტით განისაზღვრ...
"ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლების მენტალიტეტია - შეინარჩუნოს გავლენა მედიაზე და ვისზედაც არ აქვს, ხელკეტით გაუსწორდეს. ამის შესახებ ვეფხვაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების რეიტინგის შეფა...