"თქვა რომ ერგნეთის ბაზარზე ხდებოდა რაღაც ინტეგრაცია და კოკოითის რეჟიმი რაღაცნაირად ესწრაფვოდა საქართველოს ნაწილი გამხდარიყო ეს გულუბრყვილობაა და სასაცილოა",_ აცხადებს საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ტელეახ "პიკ"-ისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას იყო თუ არა შეცდომა ხელისუფლების მხრიდან ერგნეთის ბაზრის დახურვა.
"ჩემი აზრით, ეს ოცნებების სფეროდან იყო. ეს ხომ იყო კონტრაბანდის ლეგალური გზა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს არ აძლევდა საშუალებას გადასახადები შეეგროვებინა. ანუ თუ ჩვენ მზად ვართ მოგვეთბინა გადასახადების გადაუხდელობა - მაშინ ეს რა თქმა უნდა კარგი იყო, მაგრამ გადასახადების გადაუხდელობა სახელმწიფოს საშუალებას არ აძლევდა და ნორმალურად დაეფინანსებინა პოლიცია, არმია და ა.შ.
და თქვა რომ იქ რაღაც ინტეგრაცია ხდებოდა და კოკოითის რეჟიმი რაღაცნაირად ესწრაფვოდა საქართველოს ნაწილი გამხდარიყო ეს ჩემი აზრით გულუბრყვილობაა და სასაცილოა", _ განაცხადა კახა ბენდუქიძემ.