ბათუმის პორტში ბრიტანული საკრუიზო გემი MINERVA შეევიდა, რომელზეც 300-მდე ბრიტანელი ტურისტი იმყოფებოდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გემს სააგენტო "აჭარა ტური" უწევს მომსახურებას. ქალაქის ტურის ფარგლებში, ტურისტებმა ბათუმის პიაცა, ბოტანიკური ბაღი, საკულტო ნაგებობები და ბულვარი მოინახულეს. საკრუიზო ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოსაც. ტურისტები "აჭარა ტურის" ორგანიზებით ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახშიც იმყოფებოდნენ.
სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მიიღებს. ბრიტანული საკრიუზო გემი MINERVA ბათუმის ნავსადგურს დღესვე დატოვებს.