ვისოლ ჯგუფი სუპერმარკეტი „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალ ობიექტს ხსნის. ახალი სუპერმარკეტის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში გახსნილი ახალი სუპერმარკეტი „სმარტი" სამ სართულზეა განთავსებული. გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები, „სმარტ კაფე" გერმანული და ქართული ტექნოლოგიებით გამომცხვარი უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტები, მზა კერძები და სასმელები, ინტერნეტ (WIFI) ზონა და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომხმარებელს „ჩემი სუპერმარკეტის" აღქმას უმძაფრებს და სრულ კომფორტს უქმნის. სუპერმარკეში ბანკომატი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა სერვისების აპარატებია განთავსებული.
„"სმარტის" სუპემარკეტების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ მიზნად დავისახეთ დედაქალაქში შეგვექმნა სრულად განსხვავებული ტიპის სუპერმარკეტი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა საკუთარი დიზაინით, სავაჭრო ინვენტარით, ტექნოლოგიებით ანუ ზოგადად ერგონომიკით, გამორჩეული იქნებოდა მომსახურების ხარისხით და სასაქონლო ასორტიმენტით. მოხარული ვართ, რომ დღეიდან სწორედ ასეთი ტიპის სუპერმარკეტი თბილისის ცენტრში, ქალაქის კოლორიტულ უბანში, ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის მქონე მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ევროპული სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და მომსახურებით ისარგებლოს. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ ყოველი ობიექტის გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასობით ოჯახში შემოსავლის წყაროს გაჩენას ნიშნავს," - აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
სუპერმარკეტში 223 ადამიანი დასაქმდა. „სმარტის" თითოეული თანამშრომელი სპეციალური ტრენინგის შემდგომ საქმდება და დაზღვევითა და უფასო კვებით სარგებლობს. რამოდენიმე თვის შემდეგ ამავე შენობაში ვისოლ ჯგუფი გახსნის ამერიკული მულტინაციონალური კომპანია „ ვენდის" რესტორანს და საერთო ჯამში ვისოლ ჯგუფს მხოლოდ ამ ობიექტზე სმარტსა და ვენდიში დასაქმებული იქნება 300-ზე მეტი ადამიანი.
„სმარტის" ქსელის განვითარება გრძელდება და უახლოეს თვეებში „სმარტის" სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, გუდაურში, ბათუმში, ქუთაისში და ფოთში გაიხსნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.