"პროკრედიტ ბანკი" განაგრძობს ფილიალების განახლებას და ამჯერად, მელიქიშვილის სერვისპუნქტს ხსნის.
თანამედროვე დიზაინითა და უახლესი სტანდარტებით მოწყობილი ფილიალი 17 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. 172 მ2 შენობის განახლებაში 250 000 ლარი დაიხარჯა.
წლის ბოლომდე ბანკი კიდევ სამ ფილიალს განაახლებს, ავლაბარში ახალ სერვის პუნქტს გახსნის და ორი ახალი ფილიალის რეკონსტრუქციას დაიწყებს, რაც ბანკის გრძელვადიან პერსპექტივებზე ნათლად მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი დიზაინი 2011 წელს, "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში" კონცეფციით შეიქმნა, რამაც კლიენტებისათვის ოპერაციების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება გახადა შესაძლებელი.
"ჩვენი სერვის ცენტრი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და 9000-მდე კლიენტს ემსახურება. განახლებული ინტერიერი დამატებითი მოტივაციაა ჩვენი თანამშრომლებისათვის, ხოლო კლიენტებისათვის მეტი კომფორტისა და სწრაფი მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, როგორც არსებული, ასევე მომავალი კლიენტები ჩვენი მომსახურებით მუდამ კმაყოფილნი დარჩებიან"- განაცხადა "პროკრედიტ ბანკის" მელიქიშვილის სერვის-ცენტრის მმართველმა ნინო ჯელაძემ.