საქართველოს პრემიერი ივანე მერაბიშვილი რუსთავში იმყოფებოდა. რუსთავში სტუმრობისას პრემერი-მინისტრმა რუსთავში "კავკასუსს ავტო ჰაუსის" ავტოსადგომზე განთავსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა და ტექნიკის საქართველოს რეგიონებში გადანაწილების პროცესს დაესწრო.
"ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში ტრაქტორს, აგრეგატს და კომბაინს შევიძენთ ჩვენი სოფლის მეურნეობისათვის. ჩვენ პრაქტიკულად უკვე ამ ვალდებულების შესრულება დავიწყეთ და დღეს ამ ტექნიკით ჩვენი სოფლის მეურნეობის სადგურები გამდიდრდება", - განაცხადა მერაბიშვილომა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას სპეციალური კალენდარი დაურიგდება, სადაც აღწერილი იქნება მთავრობის სამოქმედო გეგმა.