დღეიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასწავლო წლის დაწყება, ვარკეთილში მდებარე 105-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა და შემდეგ, რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. 105-ე საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა შენობის პირველი სართული, გამოცვალა კარ-ფანჯარა, შეკეთდა გარე ფასადი და ყველა ის საკლასო ოთახი, სადაც პირველკლასელები ისწავლიან, ახალი ინვენტარით აღიჭურვა. 105-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნების 1 030 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულება ორსექტორიანია და შესაბამისად სწავლება ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის წრეები, სურვილის შემთხვევაში შეიქმნება გახანგრძლივებული ჯგუფიც.105-ე საჯარო სკოლაში, მოზარდების სრულყოფილი განათლებაზე, 68 კვალიფიციური პედაგოგი ზრუნავს.