შეეზღუდებათ თუ არა 2016 წლიდან პრემიები მაღალი თანამდებობის პირებს?- დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელობენ. ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში ბიუჯეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება. შეზღუდვები არ გავრცელდება საშუალო ...
გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა. საგანგაშო სტატისტიკას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 20...
თბილისში არსებულ შენობებზე მალე ახალი აბრები გამოჩნდება. დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწვეტილება საკრებულომ უკვე მიიღო. კონკურსის მიზანი ურბანული გარემოს ინფორმაციულობის ამაღლება და ესთეტიკური გაუმჯობესებაა. ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულების გამოსავლენად 7 წევრიანი კომისია შეიქმნება. კონკურსში ...
ძლიერი ხანძარი კანადაში. ცეცხლი 2 დღის წინ სასკაჩევანის ტყის მასივს გაუჩნდა და 48 საათის განმავლობაში ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანძარი დასახლებული რაიონებისკენ მიიწევს, რის გამოც მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო. სტიქიური საფრთხის ზონა 13 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
დონალდ ტრამპმა მექსიკა უდიერად კიდევ ერთხელ მოიხსენია. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ამჯერად საკუთარ ქვეყანას მექსიკელ კრიმინალთა ნაგავსაყრელი უწოდა. მისი თქმით, მექსიკიდან შეერთებულ შტატებში ძირითადად არასასურველი კატეგორიის ადამიანები, დამნაშავეები, კრიმინალები და ნარკომოვაჭრეები გადადიან. ანალოგიური განცხ...
უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “თუ უკრაინა განაცხადს შემოიტანს, ჩვენ მას ისევე განვიხილავთ, როგორც სხვა ქვეყნების განაცხადებს. ეს იქნება უკრაინის და ალიანსის წევრი 28 ქვეყნის და არა რომელიმე სხვა მხარის გადასაწყვეტი. ...
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში აშშ-ის, იტალიის, შვეიცარიისა და უკრაინის ელჩებს უმასპინძლა. მათ ელჩობის ვადა ამოეწურათ. მინისტრმა დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და მათი მოღვაწეობის პერიოდში აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაშ...
აქცია ხულოში. მოსახლეობა სხალთა-ჰესზე დასაქმებას ითხოვს. მათი განმარტებით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ და მისი კონტრაქტორი „აგე - ბათუმი“ ნებისმიერ ვაკანსიაზე ნათესავებსა და თურქეთის მოქალაქეებს ასაქმებს. ადგილობრივების პრეტენზიები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა და ხულოს გამგებელ...
ხმაური იყო ბათუმში. გვიან ღამით შსს აჭარის სამმართველოსთან დაკავებული 28 წლის გიორგი ჩოხაროღლუს ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი სამმართველოს უფროსთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, გიორგი დაკავებული უდანაშაულოა და ნარკოტიკები მას შსს თანამშრომლებმა ჩაუდეს. ჩოხაროღლუს ედება ნარკო...
პარლამენტში დღეს მერიასა და საკრებულოს შორის უფლებამოსილების ახლებურად გადანაწილების ინიციატივაზე იმსჯელებენ. საკითხს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს. პროექტის მიხედვით, შესაძლოა მერიას პრივატიზაციისა და ობიექტების გასხვისებისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდეს. გარდაც ამისა, თბილისის მერს სა...
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპესაციების გაცემის პროცესი დღეიდან იწყება. მათ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს სპეციალური განცხადებთ უნდა მიმართონ. დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყვნენ. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდება...
საბურთალოს საპატრულო პოლიციაში "კონსტრაქშენ გრუპის” წარმომადგენლის დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ეს ის კომპანიაა, რომელიც აფაქიძის 13 ნომერში შენობის დემონტაჟს ახორციელებდა. გუშინ ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
საბერძნეთში საბანკო არდადეგები გრძელდება. პრემიერი ციპრასი ბანკების გახსნის პირობას რეფერენდუმის შემდეგ იძლეოდა, თუმცა მოსახლეობა საბანკო მომსახურებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკებმა მუშაობა ხვალიდან უნდა განაახლოს, რასაც ათენი ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს. ბერძნულმა ბანკე...
ევროკავშირის კარი საბერძნეთთან მოლაპარაკებისთვის კვლავ ღია რჩება. ამის შესახებ პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს. ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა ათენს კრედიტორებთან დისკუსიის განახლებისა და საქმიანი წინადადებების შეთავაზებისკენ მოუწოდეს, რამაც ქვეყანა ევროზონის...
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ათენს დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ ფინანსური დონორის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ფონდის დირექტორთა საბჭო განმარტავს, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებისთვის მილიარდნახევრიანი ტრანშის გადახდის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, რის გამოც ქვეყნისთვის შემდგომი ფინანსური დახმარებ...