უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. “თუ უკრაინა განაცხადს შემოიტანს, ჩვენ მას ისევე განვიხილავთ, როგორც სხვა ქვეყნების განაცხადებს. ეს იქნება უკრაინის და ალიანსის წევრი 28 ქვეყნის და არა რომელიმე სხვა მხარის გადასაწყვეტი. უკრაინას უფლება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს,”-აღნიშნა სტოლტენბერგმა.