პარლამენტში დღეს მერიასა და საკრებულოს შორის უფლებამოსილების ახლებურად გადანაწილების ინიციატივაზე იმსჯელებენ. საკითხს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს. პროექტის მიხედვით, შესაძლოა მერიას პრივატიზაციისა და ობიექტების გასხვისებისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდეს. გარდაც ამისა, თბილისის მერს სათათბირო ორგანოების კომისიების შექმნის უფლებაც ექნება. თბილისის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა – გათავისუფლებაში კი საკრებულო აღარ ჩაერევა და გადაწყვეტილებას ქალაქის მთავრობა ერთპიროვნულად მიიღებს.