შეეზღუდებათ თუ არა 2016 წლიდან პრემიები მაღალი თანამდებობის პირებს?- დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელობენ. ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში ბიუჯეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება. შეზღუდვები არ გავრცელდება საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირებზე.