საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა. თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში აშშ-ის, იტალიის, შვეიცარიისა და უკრაინის ელჩებს უმასპინძლა. მათ ელჩობის ვადა ამოეწურათ. მინისტრმა დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და მათი მოღვაწეობის პერიოდში აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. გამოსამშვიდობებელ საღამოს საქართველოში აკრედიტებული დიპლოატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.