ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტური დავალებები 20:00 საათზე გამოქვეყნდება. შეფასების სქემა კი შედეგებთან ერთად განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ამ დროისთვის კი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა მიმდინარეობს. მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო...
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გივი გ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობ...
დღეს თაირ თაიმის პრესკლუბში ბრიფინგი გამართა საბურავების პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა. საბა ურავიამ საბურავების პრობლემებზე და მათი უგულებელყოფის შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. “წლების მანძილზე, გაუგონარი ამბის მომსწრეები ვართ, ხალხო. სად გაგონილა უცხოეთში უვარგისობის გამო გამოცვლილ საბურავს საკუთარ ...
უბედური შემთხვევა ერაყში. სამთავრობო ავიაციამ შემთხვევით ჭურვები დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში ჩაყარა. აფეთქებებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ანალოგიური შემთხვევა გუშინ რამადიშიც დაფიქსირდა, რასაც 25 ადგილობრივი მცხოვრები შეეწირა.
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 40-მდე დემონსტრანტი. მათ სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ. დაკავებულებს ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობაში დასდეს. მათი დაშლა სამართალდამცავებმა ბაგრამიანის მოედანზე დღეს დილით სცადეს. საპროტესტო აქციები ერევა...
ევროკავშირი საბერძნეთის ხელისუფლებისგან ახალ შეთავაზებას ელის. რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ბრიუსელში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ გამართა. მისი თქმით, საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია. დომბოვსკიმ განაცხადა ასევე, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭიროა მანდატი ევროჯგუფისგან. მან...
,,თავისუფალი დემოკრატები“ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამენ თბილისში დატრიალებული კიდევ ერთი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ დაღუპულის ოჯახებს. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს თბილისში დატრიალებული კიდევ ერთი ტრაგედიის გამო. შენობის რეკონსტრუქციას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. განსაკუთრებით მ...
დღეს, 6 ივლისს, რიგით ოცდამესამე საზოგადოებრივი ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასხნა. უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობ...
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი რუსეთის იმპერატორ ეკატერინა მეორეზე ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იტყობინება. ფილმის პირობითი სახელმწოდება „ნიმფომანია“ და მასში „იმპერატრიცას“ სასიყვარულო ისტორიები იქნება აღწერილი. ეკატერინას...
რუმინეთთან გაერთიანების მომხრეებმა მოლდოვის დედაქალაქში ხალხმრავალი აქცია გამართეს. ოფიციალური მონაცემებით, მიტინგში მონაწილეობას 5 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა. აქციის ორგანიზატორთა მტკიცებით კი, დემონსტრანტთა რაოდენობა 30 ათასს აჭარბებდა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსაც მიმართეს და ისტორიული სამშობლოში დაბრ...
ცესკოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორგანიზაციები ცესკოს საპილოტე პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა - 2015“-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებაზე თანხმდებიან. მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოს და საიას თავმჯდომარეებმა - თამარ ჟვანიამ და ანა ნა...
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს მედიისა და საზოგადოებისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატ მედეა ვასაძესა და მურმან დუმბაძეს პატივისა და ღირსების შელახვის გამო უჩივის. "2015 წლის 28 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში, აჭარის ავტონომიური რეს...
გლდანში, ვეკუას ქუჩა # 12 პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციის რაიონული ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი, ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაესწრნენ. ისინი მოსახლეობას მუდმივ კომუნიკაციას და პრ...
სომხეთში ვითარება იძაბება. მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა - არ გაზარდოს ტარიფზე ღირებულება, აქციის მონაწილეებმა მთავრობას ახალი მთხოვნები წაუყენეს. პარალელურად რამდენიმე წუთის წინ, ბაგრამიანის მოედანზე ერევანში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეე...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო წლები მანძილზე არღვევდა კანონს და ყოფილმა მინისტრმა ამისათვის პასუხი უნდა აგოს. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, თუმცა ყოფილი მინისტრის ვინაობა არ...