სომხეთში ვითარება იძაბება. მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა - არ გაზარდოს ტარიფზე ღირებულება, აქციის მონაწილეებმა მთავრობას ახალი მთხოვნები წაუყენეს. პარალელურად რამდენიმე წუთის წინ, ბაგრამიანის მოედანზე ერევანში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.
სამართალდამცავებმა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების მიერ აგებული ბარიკადების აღების პროცესი დაიწყეს.
ერევანში აქციის მონაწილეები ამ წუთებში ბაგრამიანის მოედანზე მცირე რაოდენობით იმყოფებიან. ისინი ახალი სოციალური მოთხოვნების წამოყენებას გეგმავენ.