ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი რუსეთის იმპერატორ ეკატერინა მეორეზე ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იტყობინება. ფილმის პირობითი სახელმწოდება „ნიმფომანია“ და მასში „იმპერატრიცას“ სასიყვარულო ისტორიები იქნება აღწერილი. ეკატერინას როლს ფილმში თავად ჯოლი შეასრულებს.