რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა - ის ატლანტაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც 30-31 ოქტომბერს „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.
შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უმასპინძლებს. ორდღიანი შეხვედრის მთავარი თემები გლობალური ეკონომიკური გამოწვევები, საერთაშორისო უსაფრთხოება, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი შეხვედრას გამოიყენებს „მრავალპოლარული მსოფლიოს საფუძვლების განმტკიცებისკენ მიმართული იდეების“ გასაჟღერებლად. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ლავროვი გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების წინააღმდეგ ისაუბრებს.
Associated Press-ის ცნობით, შეხვედრა მნიშვნელოვანი უთანხმოებების ფონზე იმართება. დღის წესრიგში იქნება რუსეთის ომი უკრაინაში, აშშ-ისა და ირანის კონფლიქტი, ამერიკული სავაჭრო ტარიფები და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობა.
ატლანტაში გამართული შეხვედრა წინ უძღვის „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს, რომელიც 14-15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი