თეა თუთბერიძემ მუქარის წერილების გამო სამართალდამცველებს მიმართა. მისი განცხადებით, ის ძალიან ბევრ მუქარის წერილს იღებს, რომელიც ბოლო დროს მის მიერ გავრცელებულ პატრიარქის ვიდეოებს უკავშირდება.
"მე რეაქცია არ მქონია ლანძღვასა და მსგავს წერილებზე, რადგან ასეთი სახის კრიტიკა ჯდება სიტყვის გამოთქმისა და აზრის გამოხატვის სტანდარტებში. ისინი ამ წერილებით უპირველესად თავის თავს, შემდეგ კი ოჯახსა და იმ პირს აყენებენ შეურაცხყოფას, რომელსაც იცავენ. ამ შემთხვევაში ეს პირი პატრიარქია," - განაცხადა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, 14 ოქტომბრიდან დაიწყო მისი დაშანტაჟება და მუქარის წერილების მიღება, 20 ოქტომბრისთვის კი, როცა იმატა მსგავსმა წერილებმა, თუთბერიძემ პოლიციას მიმართა.
"მე ჩემს "ფაცე ბოოკ"-ზე გამოვაქვეყნე მუქარის წერილები, რომელსაც ვიღებდი და ყველამ მირჩია, რომ სამართალდამცველებისთვის მიმემართა. გარდა ამისა, მე სამსახურთან მხვდებოდნენ ამ წერილების ავტორები. სწორედ ამიტომ, მივმართე პოლიციას და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე," - განაცხადა თეა თუთბერიძემ.