სომხეთის პარლამენტმა ოთხშაბათს სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო.
მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა მხოლოდ მმართველი ფრაქციის "სამოქალაქო ხელშეკრულების" წარმომადგენლებმა მისცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა.
9 იანვარს სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა და დასამტკიცებლად პარლამენტს წარდუგინა კანონპროექტი რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის დამტკიცება „უფრო რეალისტურს გახდის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მოლოდინებს ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვან გაწევრიანასთან დაკავშირებით“ და ასევე შექმნის სამუშაო გარემოს ამ საკითხის განსახილველად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით უნდა მიიღონ.
გასულ წელს, ევროკავშირმა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სექტემბერში სომხეთმა და ევროკავშირმა დაიწყეს მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ.