გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროგრესი ორი პროცენტით შეაფასა.
„დიახ, პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, მხატვრულად ვიტყვი: 10 კილომეტრის დისტანციაზე ვართ და შესაძლოა, პირველი 200 მეტრიც გავიარეთ, მეტი არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი მიმართულებით მივდივართ,“ - აღნიშნა მერცმა.
ამავდროულად, იგი მიიჩნევს, რომ გერმანიისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას ჯერ არ განუხორციელებია „უფრო დიდი დიპლომატიური ძალისხმევა, ვიდრე ბოლო სამი კვირის განმავლობაში“.
„დღეს ნურავინ იტყვის, რომ ჩვენ მხოლოდ იარაღის მიწოდებაზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა კანცლერმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებების გათვალისწინებით, „ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად რთული იქნება“ საკითხის მოგვარება მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში.