"ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელოების მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ, იგი პენიტენციური დაწესებულებიდან სამედიცინო კვლევებისთვის "ვივამედში" გაიდაყვანეს".
ჩხაიძის განცხადებით, მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება.
მისივე თქმით, 30 დღის შემდეგ შიმშილობის ყოველი დღე არის სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულებების ძალიან დიდი რისკი.
"ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და, პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა - ინსტრუმენტული კვლევების ჩართვა და ა.შ." თქვა ჩხაიძემ.
მისი განცხადებით, ამაღლობელს უჭირს გადაადგილება, მაგრამ ცდილობს, რომ აქტიური იყოს და იმოძრაოს.
ჩხაიძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფთან ერთად მათი რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში.