მიმდინარე წლის აპრილის თვიდან სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეთანხმება მიღწეული იქნა აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის. მგზავრებს შვეიცარიის კომპანია „შტადლერის“ მატარებელი მოემსახურება.
აზერბაიჯანის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად შეჩერებულია აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამო.