მოძრაობა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ მონაცემებზე საუბრისას, აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არცევანი პატივისცემის ღირსია.
"როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ჩვენ მოვალენიც კი ვართ და ამას მოითხოვს საღი აზრი, რომ პატივი ვცეთ უკრაინელი ხალხის არჩევანს. მით უფრო, რომ თუკი ეს არჩევანი დადასტურებული იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ", _ აცხადებს გიორგი თარგამაძე.
მისი თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები იგი ამაში საქართველოსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისათვის საბედისწერო შედეგს ვერ ხედავს.
"მე ვერ ვხედავ ვერც ერთ შემთხვევაში რაიმე საბედისწერო შედეგს საქართველოსათვის, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებისათვის", _ განაცხადა გიორგი თარგამაძე.