უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის მტკიცებით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაშიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა "დაბალანსებული" იქნება.
ამის შესახებ იანუკოვიჩმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საქართველოსთან ურთიერთობები იქნება დაბალანსებული, შიდა პოლიტიკა კი პრაგმატული იქნება", - აღნიშნული მოკლე განცხადებით შემოიფარგლა იანუკოვიჩი საქართველო-უკრაინის სავარაუდო სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე რამდენიმე საათია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.