მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაპირისპირებისას ორი კაცი დაიჭრა.
Aktual.ge-ს ცნობით, ინციდენტი 13 ივნისს, საღამოს დაფიქსირდა მოხდა.
არსებული ცნობით, მხარეებს შორის უთანხმოება მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით წარმოიშვა. ორმა შუახნის კაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც 10 ჭრილობა აქვს მიყენებული, მეორის კი - სტაბილური.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორივე პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.