მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა.
დიდუბეში ცოტა ხნის წინ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი.
მედიის ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
ფოტო: "ტვ პირველი"