რუსეთის ტიუმენის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმა მიაყენეს „ანტიპინსკის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ამ ობიექტამდე მანძილი 2000 კილომეტრზე მეტია.
სამხედროების ინფორმაციით, ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დასავლეთ ციმბირის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და წელიწადში დაახლოებით 7,5–9 მილიონ ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს. საწარმო აწარმოებს დიზელის საწვავს, ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებს, მათ შორის რუსეთის არმიის საჭიროებებისთვის.
გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, 21 ივნისის ღამეს დარტყმა მიაყენეს კრასნოდარის მხარეში მდებარე „კავკაზის“ პორტს. დადასტურებულია ხანძარი პორტის ტერიტორიაზე.
ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს: სარკინიგზო ხიდს ჩრდილოეთ ყირიმის არხზე როზდოლნეს რაიონში; სარკინიგზო ხიდს ზაპოროჟიეს ოლქში, პეტერსჰაგენის რაიონში; სარკინიგზო ხიდს სივაშზე, ჩონგარის რაიონში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კრასნოდარის მხარესა და ოკუპირებულ ქერჩში მდებარე ობიექტებზე დარტყმების შესახებ განაცხადა.