ისრაელის სამხედროები ლიბანის ტერიტორიაზე დარჩებიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, რომ ლიბანში საფრთხეების აღმოსაფხვრელად იმოქმედონ.
მისი თქმით, „ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომლებიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავენ“.
ირანში კი აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე დახურული იქნება იქამდე, ვიდრე ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმები არ შეწყდება.
ამასთან, რანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.