დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ Sky News იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც სტარმერის კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ეს შეტყობინება პრემიერ-მინისტრს კერძო საუბრისას, გასული უქმეების განმავლობაში გადასცა.
ამჟამად კირ სტარმერი ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე არ იმყოფება,ის ოჯახთან ერთად პრემიერის საგარეუბნო რეზიდენცია „ჩეკერსში“ იმყოფება.
ამასთან, ბიზნესისა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ კაილმა Sky News-ს განუცხადა, რომ სტარმერთან პარასკევის შემდეგ აღარ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მაშინ მათ შორის „გულახდილი საუბარი“ შედგა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც პრემიერ-მინისტრი დგას.
შეგახსენებთ, დღეს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერმა, შესაძლოა, 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადოს.