საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიაში გაემგზავრა.
მინისტრი ბელორუსიაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან ციტრუსისა და ღვინის ექსპორტისსაკითხებს განიხილავს.
მინისტრის თქმით, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 125 ათასი ტონაა და პროდუქტის ექსპორტი უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში განხორციელდება.
"ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე განიხილება ციტრუსისა და ქართული ღვინის ექსპორტის წახალისების საკითხები. ეს ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისათვის და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღვინისა და ციტრუსის პოპულარიზაცია ამ ბაზარზე", _ განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.