აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ.
წყაროს თქმით, ტრამპმა და პუტინმა განიხილეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად. ამასთან, გამოცემის ცნობით, კიევს წინასწარ აცნობეს ამ ზარის შესახებ და მათ არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა საუბრის გამართვაზე.