მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ დაგმო კვირას ორი რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა და განაცხადა, რომ მათ საფრთხე შეუქმნეს მოლდოვის მოქალაქეების სიცოცხლეს. ამის შესახებ პოპშოი Х- წერს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „ორი რუსული სატყუარა დრონი, რომლებიც გამოიყენებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეცდომაში შეყვანისთვის“, ჩამოვარდა მოლდოვაში.
მინისტრის თქმით, ამან საფრთხე შეუქმნა მოლდოვის მოქალაქეების სიცოცხლეს და დაარღვია ჩვენი ქვეყნის საჰერო სივრცე.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ აგრესიულ შემოჭრას და კვლავ ვგმობთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - დასძინა პოპშოიმ.
დღეს მოლდოვაში, კაუშანისა და რიშკანის რაიონებში ორი დრონი აღმოაჩინეს.