მოსკოვის ოლქის რამენის რაიონში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების განცხადებით, მოსკოვის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.
„სამ დასახლებაში ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ოთხ სახლს ხანძარი გაუჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ მოსკოვზე შეტევა რეკორდული რაოდენობის უპილოტო აპარატებით სცადა. გავრცელებული ცნობით, „შერემტიევოს“ აეროპორტში დაშვებისას ერთ-ერთ თვითმფრინავს უპილოტო აპარატი მხოლოდ მცირედით ასცდა.