თავისუფლების მოედანზე, ჯგუფი "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ. ორგანიზატორების თქმით, ისინი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მსვლელობას მოაწყობენ.
"დაიტოვეს" ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.