ცნობილი საბუკმეკერო კომპანია "უილიამ ჰილი" ოსკარის 2010 წლის ფავორიტად ჯეიმს კამერონის "ავატარს" მიიჩნევს და მის გამარჯვებაზე 1/2 ფსონს აწესებს. "გარდიანის" კინოკრიტიკოსის, მარკ ბრაუნის აზრითაც, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ "ავატარსა" და კეთრინ ბიგელოუს "ქარიშხლის მბრძანებელსა" აქვთ. ზემოხსენებული ორივე სურათი ერთად ცხრა ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის ყველაზე საპატიო - საუკეთესო ფილმის.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს კამერონი და კეთრინ ბიგელოუ 1989 წელს დაქორწინდნენ და "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზედაც ერთად იმყოფებოდნენ. კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, წლევანდელი ოსკარი სწორედ მათი ნამუშევრების დომინანტობით ჩაივლის.
იმ შემთხვევაში, თუ ბიგელოუ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვებს, იგი გახდება პირველი ქალი, ვინც ამის გაკეთება შეძლო.