დღეს, რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა ვერ ხედავს, - ამის შესახებ რეჟიმის ტყვემ მსახიობი ანდრო წიჭინაძე წერილში წერს, რომელიც მან „ტვ პირველს“ გაუგზავნა.
„სოლიდარობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული და ევროპული გამოხატულებაა, რომელიც ძალის და ენერგიის მომტანია. ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, სწორედ ქრისტიანული კულტურის ცენტრია. ერთი და იგივე ფასეულობებზე დგას ეს ყველაფერი და ეს პროპაგანდით ვერ შეიცვლება. დღეს რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს. მაშინაც იღებდა ხმას ღირსეული ხალხი, დღესაც იღებს და ხვალაც ამოიღებს.
ადამიანის უფლებების დარღვევაში ხმის ამოღებას „პერიოდი“ არ სჭირდება. სახელის დარქმევა ფაქტებზე ყველაფრისთვის კარგია პიროვნულადაც, პოლიტიკაშიც და ზოგადად ყველაფერში.
ანდრო ჭიჭინაძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის კოლეგენს.
„განსაკუთრებულად არავის გამოყოფა არ მინდა, იმდენად დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნობა, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელოვნებლო სფეროს წარმოამდგენლებს ასეთი ერთიანობისთვის და შეუპოვრობისთვის, სტუდენტებს გარეთ და უნივერსიტეტებში, რომლებიც იქ იძინებენ და იღვიძებენ.
ანდრო ჭიჭინაძის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ძალაუფლება დროებითია, ღირსება მარადიული.
„მთვრობებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ხალხის დაქირავებული არიან და არა პირიქით. ერთ ადამიანს აქვს პრობლემა? ვალდებულები ხართ მოუსმინოთ და აზრი გაითვალისწინოთ. ერთი რჩევა კიდევ, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ მაგარი წიგნია, გამოგადგებათ, ა ხო, კიდე, თავისუფლების აღკვეთაც პირობითია ...
სიბრძნეს, პატიოსნებას და მორალურ სიმაღლეზე დგომას რეჟიმი მხოლოდ ამ წიგნით ვერ ისწავლის, მაგრამ იქნებ დაფიქრდეს მაინც", - წერა ანდრო ჭიჭინაძე.