პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, რიგი ქართველი პოლიტიკოსების სახით რუსეთი საქართველოში "დასასმელი მარიონეტის" შექმნას ცდილობს.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2008 წელს რუსეთმა თბილისის ოკუპაცია ვერ განახორციელა (თუ არ ჩავთვლით მთავარ მიზეზს, რომ მთელი საქართველო ერთად დადგა, თბილისის ცენტრში უზარმაზარი მიტინგი მოეწყო და პუტინი ამ მიტინგის დარბევის იდეას ეთამაშებოდა, თუმცა ეს ვერ გაბედა, რადგან ბევრი უცხოელი ლიდერი ჩამოვიდა), იყო ის, რომ მოსკოვს საქართველოში დასასმელი მარიონეტები არ ჰყავდა (თუ არ ჩავთვლით რუსეთში მცხოვრებ ქართველ "კა-კე-ბეშნიკებს". ახლა ისინი ზოგიერთი ქართველის სახით ამის ინფრასტრუქტურას ამზადებს", - განაცხადა სააკაშვილმა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობისას.
მისი მტკიცებით, სცენარი, რისი განხორციელებაც რუსეთს სურს დღესავით ნათელია, ამიტომ ის "არ გამოუვა".
"ამაზე ჩვენი პასუხი არის განვითარება, განვითარება და განვითარება", - განმარტა სააკაშვილმა.