რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ორი სახელმწიფოს დაპირისპირების მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდეს.
რუსეთ-საქართველოს ეკლესიების ურთიერთობის მნიშვნელობაზე პატრიარქმა საარქიეპისკოპოსო კრებაზე, 2010 წლის მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.
"ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და აკეთებენ კიდეც იმისთვის, რომ ორი სახელმწიფოს დაპირისპირების მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდეს და კავკასიაში მშვიდობამ დაისადგუროს", - განაცხადა კირილმა.
ამასთან, პატრიარქის განმარტებით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემონახულ კონტაქტებს ენიჭება.
"ეს არის დამაკვშირებელი ძაფი, ჩვენს - ერთმორწმუნე ერებს შორის", - განმარტა რუსეთის პატრიარქმა.