გურაანის პროკურატურამ შს გურჯაანის სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელი, სოფელ კარდენახის უბნის რწმუნებული ვალერი კუაცაშვილი დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კუაცაშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
კუაცაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. სოფელ კარდენახის მაცხოვრებლების განცხადებით, დაკავებამდე კუაცაშვილი სამსახურიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო გაათავისუფლეს. ადგილობრივების ცნობით, პოლიციაში მუშაობის პარალელურად კუაცაშვილი სოფელში საქმეებს „ქურდული წესით" არჩევდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კუაცაშვილის მეუღლე მაკა ღლიღვაშვილი რამდენიმე კვირის წინ სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა.