გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროდან აცნობეს, სამართალდამრღვევმა ვერხვის ჯიშის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
`უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი ჩამორთმეულია და სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 942, 50 ლარი. საქმე განსახილველად ყვარლის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება~, - განაცხადეს გდი-ის კახეთის ბიუროში.