ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გენადი ფლიევის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, გენადი ფლიევს უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა და მისი სასამართლო ამ ვადის გასვლი შემდეგ გაიმართება.
"სისხლის სამართლის საქმეც უკვე აღძრულია და წინასწარი ორთვიანი პატიმრობაც ფლიევს უკვე მისჯილი აქვს",_ განაცხადა შოთა უტიაშვილმა და დასძინა, რომ ზემოთხსენებული გენადი ფლიევი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით იყო გადმოსული.
შეგახსნებთ, რომ ოსი სეპარატიტების მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ფლიები მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე _ შანხაიში ვარჯიშობდა.