ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის შედეგად ზუგდიდის მრავალპროფილიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ორი შვილის დედა სამკურნალო დაწესებულებაში დაგვიანებით შეიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი კვირა მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.
ამას გარდა კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა დღეს დილით გამოვლინდა. აღნიშნული ვირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტი 29 წლის მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში ამჯერად უკვე სოფელ კახათიდან შეიყვანეს. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდში რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი მკურნალობს.